კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:56

 

 

 

მორბის არაგვი არაგვიანი,

თან მოსძახიან მთანი ტყიანნი, 

და შეუპოვრად მოუთამაშებს 

გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს. 

ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო, 

მობიბინენო, შვებით მომზირნო, 

ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს, 

ოდეს შვენება თქვენი იხილოს, 

რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს, 

რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს!

როგორ იქნება არ განისვენოს

სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს, 

ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს, 

გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს, 

ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს, 

არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს, 

და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს, 

იგი იმისთვის აღარ დაღონდეს! 

მზე დამავალი მოჰფენს სიამეს 

მთიულეთისა ხეობის არეს, 

და ამ მშვენიერ არაგვის პირებს 

ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლოზ ბარათაშვილი  • • •   ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ