ვგალობ და ვგალობ და იმით ვხარობ, რომ მე ქვეყანას გალობით ვატკბობ.
მღერა და მღერა, ლხენა, გალობა თავისუფლება.
დიდ არს ქვეყანა, გახარებული ვფრინავ ყველგანა.
გადავფრინდები, ნიჭი მაქვს წმინდა, საფრენად ფრთები.
ჩავიღუპები, ფოთლიან ტყეში დავიბუდები.
ხეზედა ძილით, დილას ვახარებ გალობით ტკბილით.
თავს შორს ამოჰყოფს, მის სხივი კრძალვით ფოთლებს ააშრობს, -
გავიჭიმები, გავიწვდი ფეხსა, გავიზმორები.
ქვეყნის დამბადავს, მერეთ მთა და ბარს, ჩემსა შემნახავს;
ჩემ საყვარლებსა... მათის იმედით, მღერით და ლხენით
ცას აღვფრინდები და შორს ქარივით თვალ-წინ გავქრები.
ჩემის თავისა, მხიარულ სტუმრად ვარ მაისისა, -
ძალდატანებით, გალიას ჩამსმენ, მშვიდობით, ველო, მაშინ აღარ გსტვენ, საწყალობელო!
ფრთებდაშვებული დავიწყებ ჭკნობას, სიკვდილის ხმობას..
გამღვიძებელსა, შენს ჩიტს პატარას მალე ნახავ მკვდარს.
რომ მიბამს ფრთასა? თავისუფლება ჩიტის ჰშურდება?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |