აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს, ”რა უყავით, რა უყავით მამულები?!” - ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი - ”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო, უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”
ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს... გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო! - დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |