კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 04:48

 

 

 

მოვსულვარ,

მოვკვდე და შენთვის ვწერო,

მონა წარსულის,

ახლის მლოცავი...

შენ გამახსენე,

მამულო ჩემო,

რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი.


მზე ელამ თვალებს მტვერით ამივსებს

და მიმილეწავს სულს ქარიშხლიანს,

უნდა დავმიწდე ბებერ კრწანისზე

და ზურგზე მუხა ავიშრიალო.


ცა, როგორც ცხენმა - ლაგამი, შევხარ,

გზა ოქროსფერით მოვავარაყე;

სამშობლოვ ჩემო,

პოეტი შენ ხარ,

მე შენი ენით მოლაპარაკე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ