გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი, ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ; ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი, თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა, სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა. -
უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა. თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ, და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა:
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა, სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად, და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, -
ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა, ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!
ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან; სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა, პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.
არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი. აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე; მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!
კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა, ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად, შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.
ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან; მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი, ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან.
წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა; აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად; ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.
ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას; ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.
უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა! მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია |