საქართველოს ტყეს, ხოხობსა და მწყერს, საქართველოს ველს, ირემსა და შველს - ყოველდღე და მუდამ მოფრთხილება უნდა. ულამაზეს კუთხის მკვიდრი გახლავთ შურთხი, მოგოგმანებს კაკაბი ცისარტყელას ცხრა კაბით... სანამ კიდევ რიხით დაბრძანდება ჯიხვი, სანამ კიდევ დარჩა დურაჯი და არჩვი, სანამ ერთი-ორი დაგოგმანებს გნოლი, სანამ მწვანე არის ჩვენი ხე და მოლი - დედა საქართველოს, ტყეს, მთასა და მდელოს, ყოველდღე და მუდამ მოფრთხილება უნდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |