ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე, დავით... ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით... - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“... თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - გულზე დამადგით, ფეხი დამადგით გულზე ყოველთა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |