ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ერთ ხევში სუმბული ნახა თეთრი და წმინდა, მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში, რომ სავარდეში მიეცა ბინა.
გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს, ვითარც ამბარი, მისი სურნელი გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!”
არ ესალბუნა ყვავილს ალერსი, თავი დახარა და მოიწყინა, როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში.
თავს დამღეროდა, როგორც ბულბული, მაგრამ საამო სურნელ-ფშოსანი მაინც დაჭკნა და გახმა სუმბული.
და მეც გამახმობს უცხო ზმანება, თუ საქართველოს ლურჯი გორები დროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა.
ხევის ყვავილი მზისკენ მზირალი და ვახტანგივით სადღაც ჩავკვდები ჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი.
უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ, ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |