კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:06

 

 

 

ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი,

ხარ გარჭობილი გულში ისარი... 

სიტყვა სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი, 

ვით ჩუქურთმანი მცხეთისჯვრისანი, 

სამაგიეროდ, - ჩემში რაც არი, - 

სხვისი არაა ერთი მისხალი.


მორჩა. 

გათავდა. 

მე განზე ვრჩები. 

ვინიცობაა, მწედ მექმნა ღმერთი, 

და, თუ ოდესმე ქონება ჩემი, - 

მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის! - 

ხომ კარგი! 

და თუ არ მოხდა ისე, - 

ვით ბევრის თავზე; 

წუთისოფელი როცა მიყელებს, - 

თიხად ქე მაინც გამომიყენე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ