ტანახოვანმა, დღეს მიწაში მწოლმა გულაღმა. თქვა ოპიზარმა, ხოტივარმა, თუ ხახულარმა: დაჯდები ქოხში, სასახლეში, თუ ხის გრილოში: ღვინო შენ უნდა დალიო და არა ღვინომ - შენ!
მერე რამდენი, მერე რამდენი! - დახოცილები ქართულ სუფრაზე, - დიღომში წვანან სამარაბდენი.
გალეშილები, არა ფხიზელნი. ხშირ შემთხვევაში მსხდარნი პანტაზე. - ვაკეში წვანან საასპინძენი.
გვიანღა იქნება მერე! - გვიახლოვდება. ვხედავ. წერტილი... და საქართველოს უკვდავი მტერი - სიცილით კვდება ჯალალედინი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |