კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:36

 

 

 

განა კაცია ტვინ-თხელა,

ბევრს რომ ფარფატებს ჰყვირისო.

გვაშორე, ღმერთო, გვაშორე

ერისთავობა ვირისო!


არია მთელი ოჯახი,

ერთი-მეორეს წაგვკიდა,

მქადაგებელმა ძმობისა

ძმობა პირველმა გაყიდა.


რას სჩადის, არც თითონ იცის,

ვაი რა ფრიად ცეტია!

ვინაც ტვინ-თხელას უგონებს,

იმაზე სიტყვა მეტია.


არ იქნა, როდი შევიგნეთ

თავი და ბოლო ჩვენია.

ისევ ჩვენზედა მართლდება

ნათქვამი ძველის-ძველია,


წინ გვიძეს მაგალითები,

ცხონდა ამისი მთქმელია:

“ციხე როს შიგნიდან ტყდება,

მაშინ იმარჯვებს მტერია”.


ტვინ-თხელაძეთა მიმყოლი

რა გზას გაიკვლევს ერია?!

ღმერთო, გვაშორე, ეს ღვარძლი

საიდან გამოგვერია?


სად გაგონილა, მითხარით,

ნამდვილი მწყემსი ფარისა

რომ მგლებს უსევდეს სამწყსოზე,

საამებელად თვალისა?


ყოფილა, არა მჯეროდა,

მტერობა თავის-თავისა.

ალბათ ყოფილან კაცები,

ვისც თავში ტვინი ჰქავისა.

ვერა შველს ვერა წამალი

და ვერც გამოცვლა ჰავისა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ