ვიცი, ცაო, გულმავიწყო, მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება. არ იქნება, არ დავიწყო ოცნებათა შემოწმება.
ასე იწყებს ამბავს მთვარე, - მაგრამ საქართველოსთანა არ მინახავს არსად მხარე.
უძველესი მთა და ველი, მისი წყალი, მისი სივრცე, მისი შოთა რუსთაველი!
ოცნებობდა ოქროს ნავში, მიცქეროდა და თან თრთოდა, ვით ფოთოლი თრთის ნიავში.
ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება. მრავალ ახალ კარგს მომიტანს ოცნებათა შემოწმება.
მოშხამული ატმოსფერა ახალ ჩაით, ახალ იით ახლად გააოქროსფერა.
მოსჩანს კავკასიის ტანი. მიჯაჭვული აქ იყო და აქ აიშვა ამირანი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |