ხელში გელათი უჭირავს ერთში, წიგნი უჭირავს მეორე ხელში. მეფეა კახთა, სომეხთა, რანთა, აფხაზთა, სვანთა და უდიმართა.
გადაჰყავს თევზნი რიონში მტკვართით. მზეა კახთა, მთიები - რანთა, ლიფლიფი - სვანთა და უდიმართა.
და მოდის - თითქოს უტვირთოდ მოდის! - მეფენი შვიდნი ვინც პურად დასხნა, საზღვართა გარე ვინც მტერნი გასხნა, იმერთა წყალთა ვინც თევზნი შთასხნა, ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |