სიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა.
გულისა ამაზრზენადა ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, ცად აეწია ზენადა.
და ბარი ათასფერადა, აზრი საერთო, საქვეყნო მინდოდა გასაკვერადა; ამისთვის თავსა დავწიე, ვაქციე ნაცარ-მტვერადა.
მკლავი და სულით დიდობა, დავძრახე ქვეყნის ორგული და შეურაცხვყავ ფლიდობა;
ფუფუნებაზე - მწირობა. მინდოდა არ შამებღალა მე წმინდა დედა-შვილობა. პირნათლად მივალ საფლავში, მტკიცედ დავიცევ პირობა.
რაშიც მე მიჩნდა გმირობა; თავს დამჩხავიან ყორნები, გაუმართიათ ყრილობა. შემირცხვა ზოგის ნამუსი, გრძნობა, აზრი და ზრდილობა: კაცობად დაუსახიათ სიჩერჩეტე და ვირობა!
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა; მე კაცთა შორის მეტი ვარ, უნდა გავიჭრა ველადა, რაკი გადიქცა ეშმაკი ტკბილ მოსაუბრე გველადა და თანამოძმე ეს ჩემი - მის ყურისმგდებელ ევადა, როს გახდა საქვეყნო საქმე უსუსურთ საღეჭ კევადა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |