საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა.
შენს აპრილს და მაისებს, კალთას გადაგიკოცნი, უბეს ვარდით აგივსებ.
რომ დღეის მზით გეხარა, ჩემო ტკბილო მამულო, ჩემო კარგო ქვეყანავ.
გვწვავდნენ, როდი დავიწვით, სად ხართ, არაგველებო, ვაჟკაცებო კრწანისის.
სააკაძის მახვილო, დროშავ თამარიანო, არასოდეს დახრილო.
დარწეულო აკვანო, მამულისთვის დამწვარო, გმირო მამა-პაპანო!
თვალს რომ წამში მოგტაცებს, მაღაროსთან, ბრძმედებთან, შეჭიდებულ ლომკაცებს.
ცოტნესა და მამუკას, ვისაც მტერთან ბრძოლაში წარბის შეხრა არ უყვარს.
ავთანდილს და მზექალას, ვინც მკერდს გადაუდაფნავს ნამუსიან ქვეყანას.
და სიცოცხლეს ვინატრებ, მზეო, უფრო გაბრწყინდი, მზეო, უფრო გვინათე.
ოქროსფერი ყანები... საყვარელო მამულო, გკოცნი, გეთაყვანები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლილი ნუცუბიძის პოეზია |