პატრიოტული მოტივი გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში
თამარის დროშა გაშალეს, შეკრბა დიდუბეს ლაშქარი; კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი, მკლავით ძლიერით ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი, ოსი ფეხ-მარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი!
გმირი იმერი ზრდილობით და მშვილდოსნობით აფხაზი, გურული, მეგრი მკვირცხლობით...
თქვენა ხართ ჩვენი დიდება! თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა! თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება, მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მისწვდება!
რომელი კუთხე ქვეყნისა? ერი - გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?! შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა, იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ ორბელიანის პოეზია |