კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:35

 

 

 

მე მთაზე დამრჩა პატარა ოდა,

კარგი დილა და კარგი ამინდი,

ოდას ლამაზი პარმაღი ჰქონდა

და ხავსიანი ეწყო კრამიტი.

მათრობდა ჩემი სოფლის ჰაერი

და ზეცა ელვით გადახეული,

მათრობდა ჩემი ეზოს ჩხავერი,

ოდის ბირკვილზე გადახვეული.

მე სიყვარული უზომო ვიცი

და ამისათვის მამულს გეძახი,

სიტკბო და მადლი ქართული მიწის -

შენ ხარ ვენახი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ დუმბაძე  • • •   ნოდარ დუმბაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ