ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა...
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე, ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, - მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ოჰ, ოჰ... ოჰ... ოჰო - თქვა და თითქოს კიდეც ინანა, მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, - ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის! - საბას თავი გაუთეთრა რამ?! - ყინვა არ არის! - სულხან - საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! - რამ დაათეთრა?! - რა აკანკალებს?! - საქართველოა მისთვის: წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
ეს სიცხადეა, სულხან - საბავ, თუ ფანტაზია?!
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, - სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! - წარმოსთქვა ბალღმა, - ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია? საბას ცრემლები მოეძალა, - ატირდა კაცი, - თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან... საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო, - სასაცილოა!.. შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |