ჯერ საქართველო, გიორგი, ჯერ საქართველო ვახსენოთ, რისთვისაც სული გვიდგას და ქვეყნად რისთვისაც ვარსებობთ!
მიმოვიხედოთ გარშემო, ჯერ საქართველო, გიორგი, ჯერ საქართველო ვაშენოთ!
რამდენიც უნდა დავმალოთ, ჯერ საქართველო, გიორგი, ჯერ საქართველო ვამრავლოთ!
ჩვენი სიცოცხლის ვადითო, ჯერ საქართველო, გიორგი, ჯერ საქართველო ვადიდოთ!
დავფიქრდეთ, რისთვის ვარსებობთ, ჯერ საქართველო, გიორგი, ჯერ საქართველო ვახსენოთ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |