იდგა, ვით კლდეში დაკიდებული და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული, გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
ჟღერდა, მღეროდა სიცოცხლე ქვიდან და შემართული ოსტატის ხელი მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.
ქალაქი კლდეში გამოქვაბული და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.
ჰყვაოდა მართლა გასაოცრადა... აქ ფეხშიშველი იდგა თამარი და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.
ვინც საქართველოს ორმოს უთხრიდა, და გამარჯვების მახარობელი აქეთ მოჰქროდა ოთხივ კუთხიდან.
და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული გამოკვეთილი კლდეში ვარძია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ აბაშიძის პოეზია |