კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:18

 

 

 

გადაიარა მამულზე წვიმამ,

ბურუსმა,

ნისლმა

და დაღილილობამ,

და ახლა მხრებით ღრუბელი მიმაქვს,

რომ შევიხვიო ძველი ჭრილობა.


გზა დამექანცა და დამეღალა,

ლაქაში,

თქორი,

გუბე-გუბელი,

ნაწვიმარი ვარ და ნამეხარი

და მხრებით მიმაქვს ჩემი ღრუბელი.


შენ კი,

მე ვიცი,

სადღაც ციმციმებ,

სადღაც უკვდავი სულით ენთები,

მე მოხრილ მხრებზე მაწევს სიმძიმე

და შენკენ მაღლა ვერ ვიხედები.


გული მაქვს შენი ნაპერწკლით სავსე,

მინდოდა,

ერთხელ ცეცხლიც დაგენთო,

მაგრამ არსაით შემომხვდი გზაზე,

მარადიულო და ერთადერთო


გადაიარა მამულზე წვიმამ,

ნისლმა,

ნაღველმა

და დაღლილობამ,

და ახლა მხრებით ღრუბელი მიმაქვს,

რომ შევიხვიო ძველი ჭრილობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ