კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:03

 

 

 

სურთ, -

დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!

სურთ, -

საქართველო უსახური გახადონ მხარე!

(არის რა ბიჭიც!) -

სამწუხაროდ, - ბევრმა არ იცის, -

საქართველოში

ვინც ვითომდა

წესრიგს ამყარებს)!


სურთ, -

იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, -

ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, -

თვით ქართველი კი

(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! -

კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა!


არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..

თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..

მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! -

საქართველოში

ამნაირში

სიცოცხლე

არც ღირს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ