გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა, განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა... სადაც "თორნიკე ერისთავი" - ეწერა წინათ, - მუნ "ნიკიფორე კეისარი" - დაწერეს ურცხვად. ქართველი ამას იკადრებს?! - არა!
მკვრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად... სადაც "დარეჯან დედოფალი" - ეწერა წინათ, - "ირინა - ბერძენთ დედოფალი" - წერია ახლა. ქართველი ამას იკადრებს?! - არა!
გვაოხრებენ, - ჩვენ ყურზე გვძინავს. იგივე ხდება უცხოეთში კი არა, აქაც: აგერ, ჩვენს თვალწინ, - ძველი ძეგლი, - ზედ ხრამის პირას, კაცმა არ იცის, სად, როგორ გაჰქრა. ქართველი ამას იკადრებს?! - არა!
წერაქვით, ნაღმით: სადაც ქართული წარწერაა, თავისას წერენ... ისაკუთრებენ,- ერთ დროს ჩვენმა რაც შეჰქმნა ხალხმა, - და... "ჩვენიაო!" - გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე. ქართველი ამას იკადრებს?! - არა!
ყვავი ვარ?! ყვავად მოვკვდები! იადონს,- ხმა იადონის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |