ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას ციხე რომ იდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმისმაგვარი.
დამხობილი და უენო ზარი, და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი.
მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი, ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს.
მომახარებდა რამეს საოცარს, მიმასწავლიდა თამარის საფლავს და დაუწერელ „ვეფხისტყაოსანს“...
ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე, ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო და მტკივნეულად ოხრავდა ციხე.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი, დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, - როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
გამაქანებს და წარსულში მიხვევს. კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს შეეფარება მდუმარე ციხე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |