ტალღას ავლია ფირუზის ქაფი, ხმელთაშუა ზღვაზე ბაცი ბინდია, ცაზე ჰკიდია კოლხური ჭრაქი თუ მე ეს ჭრაქი სულში მინთია.
კაკლის ჩრდილი და ვიწრო შუკები, ზღვის მიწურულში თრთიან ლანდები თუ მე მელიან მემელუკები.
კლდიან ნაპირზე დაჰკრეს ბუკები, სამშობლოს ვერსად დაემალები და მე მიხმობენ მამელუკები.
როგორ შეცვლიათ თვალთა გუგები და მზით მორუჯულ უცხო ვაკეზე ფუძეს ეძებენ მამელუკები.
ადრე მორეკეს როგორც ნუკრები, ახლა არაბულ კვიცებს ხედნიან, ჩელას მღერიან მამელუკები.
ღომის ყანა და წნელის ფაცხები, მეც ჩემი ქვეყნის ბედში ვიჭრები და ფიქრთა ნაპირს მივენარცხები.
მთვარის შუქზე სჩანს სოფლის შუკები, მე მეჩვენება შავი ნაბდები და შავ ცხენებზე მამელუკები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |