კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:47

 

 

 

არ ამოვიკრავთ პირს ვინაიდან

წილად გვარგუნე ღმერთების ენა,

გიგალობთ რადგან დასაბამიდან

ყოველი არსი გიგალობს შენა.

სიმღერის მადლი მოგვდგამს მას იქით,

როგორც გულის ხმა დაუძლეველი,

ყველა ქართველში შენი მუსიკის

ანთია წმინდა საკურთხეველი.

შემაძლებინე, მაღალო ღმერთო,

მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო,

მოძმე მკერდიდან არ მომიკვეთო,

ტრფიალი მისი არ განმიქარვო.

მის გულისტკივილს ვგრძნობდე უსიტყვოდ,

გავუადვილო წუთისოფელი,

აი, ყველაზე ნაღდი მუსიკა,

აი, ქართულო საგალობელი.

უნდა ევნოო მისი გულისთვის,

უნდა იწვოდე მისი სახმილით,

აჰა, მამულო, შენი გულისთქმა,

შენი სიმღერა და მოძახილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ