მოვა დრო, უზარმაზარნი მთანიცა შეინძრევიან, ქარი დაჰქროლებს მედგარი, ღრუბელნი განიმქრევიან;
ქვეშ მიწა შეირყევიან, აწ გულნი, ოდნავ მფეთქავნი ლომ-ვეფხვსაც მოერევიან.
მამაცად მოიქცევიან, ერთის წადილით შეკრულნი, ერთ ნდომად გადიქცევიან;
მშიშარნი გაიქცევიან, ქვიტკირნი, შედუღებულნი ჩაინგრევ-ჩაიქცევიან.
მდელონი აყვავდებიან, მშობლისგან თავის ნაშობი მშობლურად აღიზრდებიან;
ჭიკჭიკით დაფრინდებიან, ქვეყნის ნუგეშად მნათობნი ლაჟვარდში გაბრწყინდებიან.
ქართველთა შორის ამიერ კიდით-კიდემდე გაისმის კახური მრავალჟამიერ!
ქართველო, ყოველ წამიერ, გული ფოლადად ნაწრთობი, იცოცხლებს მრავალჟამიერ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე ყაზბეგის პოეზია/პროზა |