ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
დავიმახინჯე პირი მე!.. ახლა არ გვგლეჯენ ენასა, - სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე. ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ, გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ვერ გავუთხარე ძირი მე. ახლა კი თქვენი ჯერია, დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
რაღა ვარ, განაწირი მე? მაგრამ თან თქვენი იმედი მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე! დრო მოდის - ერთად ვიცინოთ! ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |