რაზე მიწყრები, ყეენო? - ვიბრძოდი ქარვთლის ჯარშია, დღეს შენი ტყვე ვარ, ხელთ დაგრჩი, რაკი დავიჭერ მხარშია…
რაში შემჭამე ღალატი?.. შენი რა მმართებს,ყეენო, თავს რომ მადგია ჯალათი?..
სხვა რა შემჭამე ავია?.. სჯულს არ შევიცვლი, ყეენო, არ მოვკვდეს ჩემი თავია.
მენა ვარ მოსაკლავია, თავი მომთხარე კისრიდგან, მომჭერ ფეხი და მკლავია,
შენი შვილების ლხენასა, - ისმინე ჩემი ვედრება: დღეს მე ნუ მომჭრი ენასა, -
ვილაპარაკო ქართული, ვადიდო იესო ქრისტე, სჯული ენასთან შართული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |