დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს ჯვრით, ალავერდით, გელათით, ტბეთით... ხმა თუა ნეტავ, ხმა თუა ნეტავ, - ამ უხმო ხმაზე რომაა მეტი!
დუმილი რეკავს დუმილი რეკავს თვით პეტრიწონით... მკვდარიც კი თუა ქართველი ნეტავ, - ეს რეკვა მისთვის როა ლიტონი!
დუმილი რეკავს ზარზმით, ოპიზით, ოშკით, ხახულით… ხან ფერად შვინდი, ხან ფერად ლეგა, - რეკავს სამრეკლო - ხმადაკარგული. დუმილი რეკავს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |