ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი... მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო; ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!" - ეუბნება იესო…
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |