შენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნიაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!..
ამოგიფერავ გულსაო! შენ უნდა ეძმო და ეყმო უმართლოდ დაჩაგრულსაო!
ორივე გვერდით მჭრელიო; გპატრონობს გული ფოლადი და გიპყრობს რკინის ხელიო.
ვინც რომ შენ გამოგჭედაო! ჭირიმე, შენი ჭირიმე, მტერს აუტირე დედაო!
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, შენ მიმკურნალე, მახვილო, უმართლოდ დაჩაგრულსაო!
მიმიძღვენ ჩემი სალამი: ის ვითომ საწერალია, ჩაერჭვე, როგორც კალამი!
შემაღებინე ჭაღარა, - იმისი კვნესა იქნება ჩემთვის დაფი და ნაღარა!
ფოლადო, ჩემო რკინაო! დროა, ამოდი ქარქაშით, აღარ გვაქვს აწ მანდ ბინაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |