ქართველო, სანამ გქვიან ქართველი და ტკბილი ენა იცი ქართული, სანამ გინთია თვალში ნათელი და სადმე გიდგას ოდა-სართული;
გიყვარს შეხვედრა წელგამართული, სანამდე ზიზღი იცი მტრისადმი, ხოლო მოყვრისთვის ჰანგი ქართული,
რა დაგავიწყებს იმ ძველ საბუდრებს, ზედ რომ წინაპრის სუნთქვა დააკვდა და მტრებმა ცეცხლით დაისაკუთრეს.
შენი გვარტომის გასახარები; ევფრატის წყლამდე გაფანტულია ჩვენი ქვიტკირის ნასახლარები.
ათასჯერ სიზმრად რომ გაქვს ნახული, შენს ყურში რეკენ ოშკის ზარები, შენ თვალწინ გიდგას შენი ხახული.
მაგრამ ზედ კარგან გყავდა მომდგარი მუდამ მრისხანე და მოშხამული, მარად ვერაგი თურქის ხონთქარი.
სად გაქრნენ შენი ნაფუზვარები?! იმ ქართულ გზებზე დღესაც კრიალებს წინაპრის ცხენთა ნაქუსლარები.
შენი დაშლილი ოდა-სართული... ქართველო, სანამ გქვია ქართველი, გეძახის შენი მიწა ქართული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |