ჩააქრეთ სულში სიონის ზარი და ალავერდის წმინდა სანთელი, ომში მიმავალ სამას ხევსურის დიდ საყვირების კორიანტელი,
მე გალურჯებულ დედოფლის ძუძუს, რომ არ ვხედავდე სისხლის მარაბდას ვაჟკაცთა ძვლებით ჩაკირულ კუნძულს;
დაობლებული სვეტიცხოველი; რომ ღვთისმშობელსაც არ ჰქონდეს მუდამ დახვრეტილ თვალზე ცრემლი სოველი;
არ მოკვდომოდა შვილი ოტია - რომ არ მესმოდეს მართლა მიწისძვრა, რომ მონგოლები ქართლზე მოდიან;
ბატონიშვილის ალექსანდრესი; რომ წიწამურზე ძვლების მაგიერ არ იყოს ქვები სისხლით ნალესი.
ამდენი ძვლები რად დამიგროვეთ! მე თუ მომთხოვდით სიმღერას ახალს, მე თუ გინდოდით თანამედროვედ?..
ნუ შემიბრალებთ - მე გავხდი მტვერი, ნუ შემიბრალებთ, ეს არს რაც არი, რომ აგონიით ასე ვიმღერი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |