ვინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო! ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას! ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან გამიჯნურება მჩვევია ლექსად? და არც მოლექსე მყავს წინაპარი, მე ზღაპარი თუ გამიგონია, ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი, ჯიში გმირული, ჯიში ქართული, ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო, სატევარით და ცხენით განთქმული. და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ, მიტომ არ მიყვარს მე არტახები და მიტომ ვარგვარ ადამიანად. და უცოდველი სისხლი მადინა, სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი და მწვერვალები გადინადირა. შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც, და ვიდრე ლექსად არ გადავწერე, მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა. გამიღო ოხვრით და სიმძიმილით და შთამაგონა, რომ ლექსი არის კაცის და ქვეყნის გულისტკივილი. რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა, მან შემაყვარა ბუნების ცრემლი და სალამურიც მან შემაყვარა. მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული და ვიდრე ლექსად არ გადავწერე, მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული. და გაანათა ჩემი კაცობა და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა. ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა, და ჩემი გულის გმირული კვნესა მარტოდენ ლექსმა გაიზიარა. როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი. ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო. ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, - მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |