კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:41

 

 

 

წადი,

ნახე,

სახელმწიფო მუზეუმის სეიფი,

ნახე

მინის გალიებში

დამწყვდეული მზეები:

გაძარცვული გვირგვინები,

გაქურდული ხატები,

ცეცხლისფერი,

სისხლისფერი,

წლების ჩანახატები.

სული აღარ შეარჩინეს

მეფეებს და პოეტებს,

წადი ახლა

და ედავე

ლუვრს და მეტროპოლიტენს...

წადი,

ნახე

საქართველოს სახელმწიფო სეიფი,

წადი,

ხახულს ესაუბრე,

ზარზმას ემუსაიფე.

წადი,

თავი დაანებე

ზღაპრებსა და არაკებს,

წადი,

წადი,

ნახე და

მერე მელაპარაკე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ