ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ, მტერს როგორ შევუშინდები! სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ, სულითაც დავეწინდები!
მარტოსა მეჯარებოდეს, თუ რომ გავიქცე „ფუ“ მითხრან! დარჩენა მეჯავრებოდეს!
ვერ გავტეხ დიაცურადა: ან მოვკლავ, ან შევაკვდები ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა.
გადავცემ შვილისშვილებსა… ერთის დგმის ღვაწლი მეორეს ცხოვრებას უადვილებსა.
ვერ დავაჩლუნგებ ძველს ხმალსა, და ვერც დავჰკარგავ გულგრილად წინაპართ გზასა და კვალსა!
მტერს რაღად შევუშინდები! სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ, და სულით დავეწინდები!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |