არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა.
ბევრი სხვა გამოცხობილა. ჩემს გარდა ასეთ ყოფაში მრავალი სხვაცა ყოფილა.
ვინც დედის მუცლით შობილა. საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი, თავი მდიდარი მგონია, ისეთი, თქვენმა ძმობამა, ჯერ არვის გაუგონია.
მთაში - მთა, ბარად - ბარია, ზღვა და ხმელეთი ერთიან, ცას - ვარსკვლავების ჯარია;
ღამის გუშაგი მთვარია, მდიდართ სიმდიდრით ღიღინი, ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ცა მოწმენდილი, დარია; დილით გაფურჩნა ვარდისა, მთელი იმისი გვარია;
თალხკაბა, ენამტკბარია, კლდის თავს გაშლილი პირიმზე, - მთის სასახელო ქალია;
ბრჭყვიალა დილის ცვარია. ზამთრის ზვავების ქუხილი, გაზაფხულს წვიმის ღვარია, იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის თუ დამიკეტეს კარია.
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ. ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბეჩავთაც გავუზიარებ, სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ. ავის თქმით, ავის ქცევითა გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ, ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! - მძინარიც იმას ვდუდუნებ; საწყალთ საწყლობა რო მესმის, იმათ ვარამზე ვწუწუნებ; ხანდახან ჟინი ამიღებს, სიმღერას დავაგუგუნებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |