მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მეხურება საბანივით.
ალავერდში ვიქნები, მზესთან გადასული ალავერდს და ყელზე მექნება გამობმული შვიდფერი ცისარტყელის სადავე;
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე, ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი და გულს მტევანივით დავწურავდე.
მცხეთაში ვიქნები, არსაკიძის ტკივილით გათანგული, ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, - მთის გულში წყაროსავით დაკარგული.
მხრებზე დამეფინოს, დავიწვე მიწის ალმურში, მე თუ დავიკარგო სხვაგან არ მეძიოთ, - მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |