აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს - ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის... და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!
(სხვა ხომალდი გუშინაც!) მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით... და მე ვყვირი: - მკვდარსა მნახვენ უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!
რიფებს მალავ უჩინარს - არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |