კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:57

 

 

 

ვარსკვლავივით მოციმციმდა,

გულში ჩამრჩა დაღივით,

ან სიცოცხლე ვისთვის მინდა,

ვისთვის - სისხლი დაღვრილი.


დაკარგულო ზამბახებო,

გული მწყდება ბალღივით

მთელი რემა გამქცევია,

ხელში შემრჩა აღვირი.


ვლაპარაკობ სიყვარულზე,

მაგრამ ტყვიადახლილი

დამღუპველი ღალატია,

არა მხოლოდ მახვილი.


მტერი უნდა გადავდენო

ისე, როგორც ნახირი,

მუხლზე მიზის საქართველო,

საქართველო დაღლილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ