ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია დარები, მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები,
და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი. ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისს თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.
ხაზებად იშლება ეროსი, სიონი მთაწმინდად, გეგუთი გელათად, არაბთა თვალები, ქცეული ელადად, აზია - აღელვებს ოცნებას.
მიდამოს სდებია. გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? - ეს ჩემი სამშობლო მთებია!
ირგვლივ ზვირთებია და გემი “დალანდი”, რომლითაც ვბრუნდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |