მიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა,
მეზობელს მეტიჩარასა. არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.
ცოლ-შვილს და თავის ყანასა; სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით და პირი - სისხლით ბანასა.
მტერს თავის მიწის ღალასა. გაჰზრდისღა კიდევ მშობელი ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა, ვწყდებით გულდამშვიდებულნი და თანაც ვმღერით ამასა:
შვილები რჩება მამასა, კიდევ ექნება ფრთეები ამ წუთისოფლის ჯარასა.
მტერიც უფრთხება კვალადა: ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ვინაც არ აგდებს ჩალადა. ცოცხლები არვის დავუთმობთ მშობელი მიწის ღალასა.
და პირი - სისხლით ბანასა. აბა თუ გაჰზრდის მშობელი ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება.
ჩვენის ცოცხალის თავითა; უკან ვერ დაგვახეინებთ მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები. ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე. რომ გვნახო, მოგეწონები!
ჩვენი ბრძოლა და ომები! არ მივცემთ მტერსა სამშობლოს, გულში დავიცემთ დანასა, არ მივცემთ უცხო ტომისას თავის მამულის ღალასა.
შვილთ როს ეტყვიან ნანასა! გაჰზრდისღა კიდევ მშობელი ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?” |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |