საქართველოს ცას თვალს ვერ ვაშორებ, თუ მოვაშორებ, წამსვე მაჟრჟოლებს...
ვარ მისი უღლის ალალი ხარი.
ფრთამოტეხილი მისთვის მერცხალი.
მე მისთვის გუშინ სისხლი დავღვარე.
თუ მოვაშორებ, ავად მაჟრჟოლებს...
მისთვის სიკვდილიც მომნატრებია.
შხამი მტანჯავდ, ღვინო მათრობდა,
მაინც ეს გული იმ შხამს ნატრობდა.
თუ მოვაშორებ, წამსვე მაჟრჟოლებს.
ზედ დამდის სისხლი მისი ჭრილობის!...
მაგრამ ის, ძმებო, ჩვენი ბალღია!
მისი ნაღველი ჩვენი ჩრდილია,
ის - საქართველო, ჩვენი შვილია!
მისი სიცოცხლის დიდი ოცნებით.
იცოცხლებს მისი ლურჯი კამარა!
ის გამოაჩენს გმირებს და ლაჩრებს...
ჩვენი საფლავი არის გამთხრელი...
ის ჩვენი კუბოს არის გამთლელი,
ჩვენს გულზე წმინდა მიწის დამყრელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |