სადაც ჩაღრმავდები, ყველგან ზოდებია, ყველგან ხელთუქმნელი ბაჯაღლო ზოდები. მაგრამ რაღა დროის! - სიბერის კორდებია, სიკვდილის კორდებია, მივალ და გშორდები.
თორმეტი მილიონი, სულ ათი-თორმეტი მინდოდა მენახა - არაგვის სიარაგვე, რიონის სირიონე და მიწა გაშლილი მსოფლიო ვენახად...
ყველგან საშველია, რა ხსნა, რა გზებია, რამდენი საშველი! მაგრამ რაღა დროის! ორი დღე დამრჩენია, ტირილით მივიმღერი, მივდივარ თვალსველი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |