ყური უყრია მუხრანზე ბალახს, დაბრუნებია მერცხალი ბუდეს. გაუწყვეტია ფაცერი კალმახს, შავი არაგვი თეთრ არაგვს უტევს.
დგას ლანქერების კორიანტელი. თვალებს ცრემლებად ვეღარ გაწვდება, რომ იყოს თერგი ორი ამდენი.
ვარ ლეკების ტყვე - გურამიშვილი. თუ რამე მიმაქვს ამ ქვეყანიდან - ბედნიერება ეს უსაშველო.
და კალმად კიდევ მინა რხეული, თუ ამ მღვრიე მზით გული გაგითბა, თუ ამ ჟრუანტელს იგრძნობს სხეული.
და აუბნიეს ლექსის გზა-კვალი, მაგრამ გათელავს ამ კლდესა და ღრეს ბარათაშვილის მერანის ნალი.
ბედნიერებას თოკავს ალერსი, და დაეწევა ორბების შურდულს მუხრანის ველზე სათქმელი ლექსი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |