ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული, ის არის სისხლით დანამული. მან არ იცის - სიხარული როგორია! უფალო! ჩემი ხვეწნა - ამბორია.
დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო! ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი! სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი!
როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა. მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე - რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე,
და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა, ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო, მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!
მე მეშინია საქართველოს გადავიწყება. უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი, დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!
უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |