კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:22

 

 

 

ვიდრე ზეცა მზიანია,

ვიდრე ყანა მწყრიანია,

ვიდრე მეხთა გრიალია

და ნიაღვართ რია-რია...


საქართველო... საქართველო...

ვიდრე ალაზნიანია,

ვიდრე ენგურიანია,

ვიდრე რიონიანია...

იგი ადამიანია?! -

ის რა ადამიანია! -

ამ დიდებულ სილამაზეს

ჯანს საკუთარს ვინც არ აძლევს,

როგორც შოთამ შეალია,

როგორც ვაჟამ შეალია,

ვით ილიამ შეალია,

ვით აკაკიმ შეალია.


ვიდრე ზეცა მზიანია,

ვიდრე ძელქვის შრიალია...

თვარა მერე,

თვარა მერე,

თვარა მერე გვიანია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ