კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:38

 

 

 

შენ -

სისხლო ჩემო - სად არ დაღვრილო -

შენ -

სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.

ვინ გაგაკვირვოს,

რამ გაგაკვირვოს, -

ნადიდგორალი,

ნაშამქორალი.

შენ -

სისხლო ჩემო -

შენი ღვაწლია,

რამაც აქამდეც კი მოაღწია:

სვეტიცხოველი.

ხანძთა.

ვარძია

და ისიც, -

რაც მტერს წარუტაცნია.

შენ -

სისხლო ჩემო -

შენი დინება

ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.

სიტყვა,

რომელიც გეჩოთირება,

ვცდილობ, გაშორო,

რაც შემიძლია.

შენ -

სისხლო ჩემო -

სისხლო ხნიერო,

დაუცხრომელო და უცნაურო.

საბედნიეროდ,

საბედნიეროდ, -

ჰაი, ჰაი, რომ

კიდევ ხმაურობ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ