მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა - მუმლი მუხასა და ლილეოსი ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა - ეს სიმღერაა საქართველოსი!
გესმის არაგვის ხმა საცნაური? გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? - ეს სიმღერაა საქართველოსი!
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის. გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? ეს სიმღერაა საქართველოსი!
ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს. მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, - ეს სიმღერაა საქართველოსი!
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია! თუ რამ სიმღერა გულს უმღერია ეს სიმღერაა საქართველოსი!
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ, იდიდე! ამ ხმას სხვაში ვერ გარევ, ეს სიმღერაა საქართველოსი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |